კომაროვის კურსდამთავრებულები და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის (MIT) ბაკალავრის პროგრამის სტუდენტები, ელენე მაჩაიძე და გიორგი კლდიაშვილი კომაროვის სკოლას ესტუმრნენ!

კომაროვის კურსდამთავრებულები, ელენე მაჩაიძე და გიორგი კლდიაშვილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით სწავლობენ. 

 

კურსდამთავრებულები, კომაროვის სკოლას ესტუმრნენ; ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი, სწავლა გააგრძელონ  მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია MIT-ში საბუთების მიღების, გადარჩევის, სტიპენდიებისა და უნივერსიტეტის კულტურის შესახებ.  

 

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.

მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა U.S. News & World Report-ის, QS World University Rankings-ისა და Academic Ranking of World Universities-ის მიერ. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.2016-2017 წლის QS World University Rankings - ის მიხედვით კი, MIT პირველ ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ უნივერსიტეტებს, როგორებიცაა, Harvard University, University of Cambridge, University of Oxford და სხვა.

აღსანიშნავია, რომ MIT- ის სწავლის წლიური გადასახადი 60 000 დოლარამდე აღწევს და MIT-ის ბაკალავრის პროგრამაზე სულ ხუთ კომაროვის კურსდამთავრებულს აქვს სრული დაფინანსება მოპოვებული.

 

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის MIT-ის სტუდენტებს, ელენე მაჩაიძეს და გიორგი კლდიაშვილს.

 


ზემოთ